შეტანილია ცვლილებები
#40 14.06.2012
ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
განკარგულება N107
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. ხობი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად:
1. დაფუძნდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“.
2.
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ თანდართული წესდება.
3.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისროს იურიდიული პირის დირექტორს.
4.
განკარგულება ძალაში შევიდეს გაცნობისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხობის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. N192).
საკრებულოს
თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე
დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2011 წლის 27 დეკემბრის N107 განკარგულებისა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის
საფეხბურთო სკოლის“ წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“ (შემდეგში - „სკოლა“).
2. სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად.
3. სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს განუსაზღვრელი ვადით.
4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სკოლა
უფლებებს იძენს მისი შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
6. სკოლის იურიდიული
მისამართია: ქ. ხობი. ცოტნე დადიანის
N188. (#40
14.06.2012)
მუხლი 2. სკოლის დაფუძნება
1. სკოლის დამფუძნებელია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სკოლის
წესდებას ამტკიცებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სკოლის საქმიანობას
საერთო ხელმძღვანელობას უწევს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 3. სკოლის მიზნები და ამოცანები
სკოლის მიზანია:
ა)
ბავშვთა
და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში,
სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება;
ბ) ფეხბურთის სახეობაში ეროვნული ნაკრები გუნდების კანდიდატებისა
და სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მზადების წლიური
საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისთვის რეზერვის მომზადება;
გ) ფეხბურთის სახეობაში თანამედროვე
საწვრთნელი პროცესის დანერგვით, საკუთარი სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის შემუშავებითა
და შესრულებით სპორტული რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნა;
დ) სკოლის მოსწავლეებისთვის (სპორტსმენებისთვის) მუნიციპალიტეტისა და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და თანამედროვე საწვრთნელი ბაზის შექმნა;
ე) მოსწავლეების (სპორტსმენების) მომზადება ეროვნული ნაკრები გუნდების წევრობისა
და წევრობის კანდიდატობისთვის;
ვ) სკოლის ნაკრები გუნდებისთვის სასწავლო-საწვრთნელი შეკრების ჩატარება და სხვადასხვა რანგის საერთაშორისო
შეჯიბრში
მონაწილეობის
მიღება;
ზ) მაღალკვალიფიციური სპორტსმენების და მწვრთნელთა მომზადება;
თ) სკოლის მოსწავლეთათვის (სპორტსმენთათვის) თანამედროვე სტანდარტების დონეზე სასწავლო სპორტული პროცესის ორგანიზება, სპორტსმენთა წვრთნის და სოციალური პირობების (კვება, სასწავლო-საწვრთნელი შეკრება, სამედიცინო კონტროლი) შექმნა;
ი) მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი
პირობების შექმნა და ფეხბურთის პროპაგანდა.
მუხლი 4. სკოლის ადმინისტრაცია
სკოლის ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილის, ფინანსური
მენეჯერისა და იურისტისგან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 5. სკოლის ხელმძღვანელობა
1. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. სკოლის ხელმძღვანელობა და სრული წარმომადგენლობა
ენიჭება დირექტორს, რომელიც უძღვება სკოლის საქმეებს.
3. დირექტორი:
ა) წარმართავს სკოლის საერთო საქმიანობას, ახორციელებს ადმინისტრაციისა და სკოლის საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) ზედამხედველობას ახორციელებს სკოლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე, პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე;
გ) სკოლაში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მიხედვით განსაზღვრავს და ამტკიცებს სკოლის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს დამფუძნებელთან შეთანხმებით;
დ) დამფუძნებელთან
შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს სკოლის სახელით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, სამუშაო გეგმებს;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს სკოლის ფინანსურ და მატერიალურ საშუალებებს;
თ) კანონის ფარგლებში დებს შრომით ხელშეკრულებებს და მუშაკთა მიმართ იყენებს წამახალისებელ და დისციპლინურ ზომებს;
ი) დამფუძნებელს წარუდგენს ანგარიშს საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვარტალურად;
კ) ანგარიშვალდებულია დამფუძნებლის წინაშე;
ლ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სკოლას ყველა ინსტანციაში;
მ) ახორციელებს სკოლის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ, კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.
მუხლი 6. სკოლის დაფინანსება
1. სკოლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) გრანტები და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი;
გ) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები გამოიყენება მხოლოდ სკოლის წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.
მუხლი 7. სკოლის ქონება
სკოლას უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება.
მუხლი 8. სკოლის საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება
სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს დამფუძნებელს ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის მიზნით.
მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი
1. სკოლა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.
მუხლი 10. სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სკოლის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სკოლის უფლებამოსილება წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ლიკვიდაციის
შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში.
4. ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს.
მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
„ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის საფეხბურთო ჯგუფების უფლებამონაცვლეს.
საკრებულოს
თავმჯდომარე
მამუკა ჭოხონელიძე