14.05.2015

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ხობის "იმედი" გახდა (video)

მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის ფინალი და პენალტების სერიით მოპოვებული გამარჯვება -- ჩემპიონატის პირველადგილოსანი ხობის გუნდი გახდა. იგი საბოლოო შეხვედრაში ზესტაფონის გუნდს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. შესაბამისად 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმები დაინიშნა,სადაც გამარჯვება ხობის გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიპოვა. მეორე ადგილს დასჯერდა ზესტაფონი, ხოლო მესამე ადგილი ბორჯომის გუნდს ერგო.