30.09.2015

0:1 ხობელთა გამარჯვებით

29  სექტემბერს   ჩატარდა   რაჭა -ამბროლაურში     იმერეთი - გურია  აჭარის    2015 -2016 წლის  ღია ჩემპიონატი 2000  წლებში  დაბადებულ  ჭაბუკ  ფეხბურთელთა შორის ( ჯუმბერ  ხაჟალიას)  თასსზე ,  ხობის საფეხბურთო  სკოლის  გუნდი  ,,იმედი“ შეხვდა  ამბროლაურის საფეხბურთო  სკოლის გუნდს.   შეხვედრა   დამთავრდა  ხობელთა   გამარჯვებით   0 - 1    (მ.წ პ. ხვიჩია )

25.09.2015

4:1 შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით დასრულდა

    

24  სექტემბერს  ქ. ბათუმში (გონიო)  ჩატარდა   იმერეთი - გურია  აჭარის 2015-2016    წლის  ღია  შემპიონატი  1998- 1999  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის (რამაზ   შენგელიას) თასსზე ,ხობის   საფეხბურთო  სკოლის  გუნდი ,, იმედი“  შეხვდა  ბათუმის  საფეხბურთო  სკოლის  გონიოს  გუნდს, შეხვედრა  დამთავრდა  ხობელთა  გამარჯვებით  4 -1  (მ.წ  ვლადიმერ  ჯამბურია)

10.09.2015

სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების თამაშები დასრულდა

10  სექტემბერს  ქ. ხობის  ცენტრალურ  სტადიონზე    სახალისო  ფეხბურთის  ღია  სკოლების  თამაშები დასრულდა, რომელიც  ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო  სკოლის“  ორგანიზებით  ტარდებოდა  (დირექტორი   ზ.ლატარია).  პროექტის  ფარგლებში  ოთხი  დღის  განმავლობაში  გაგრძელდა  სხვადასხვა  სპორტული  თამაშები.  პროგრამა  მიზნად  ისახავდა კონფლიქტების  თავიდან  აცილების  წარმატებით  გადაჭრას,   აღნიშნულ  პროგრამაში  200-მდე  ბავშვმა  მიიღო  მონაწილეობა,  მათ შორის იყვნენ სოციალურად  დაუცველები და  იძულებით  გადაადგილებული  პირები.
              არასამთავრობო  ჰუმანიტარული  ორგანიზაცია  ,,კულტურათა  გადაკვეთის  საპროექტო  ასოციაცია“  (CCPA),   რომლის  დამფუძნებელი  არიან  დანიის,  ნორვეგიის,  შვედეთის და  ფინეთის  საგარეო  საქმეთა  სამინისტროები  და  უეფა,  2003  წლიდან  საქართველოში  ანხორციელებს  პროექტს  ,,სახალისო  ფეხბურთის  ღია  სკოლები“,  რომელიც  არის  საფეხბურთო  სკოლების,  ძირითადი საქმიანობის  დამატება  და     გამოყენება  მოზარდების  სოციალური    მდგომარეობის  გაუმჯობესებისთვის,  ამავდროულად, იგი   ხელს  უწყობს მასობრივი  ფეხბურთის  განვითარებას. 

     თამაშის დასასრულს  პროექტის       განხორციელების    პროცესში  გაწეული   თანადგომისათვის   ხობის  მუნიციპალიტეტის საფეხბურთო  სკოლის წარმომადგენლებმა    ხობის  მუნიციპალიტეტის  გამგებელს    გოჩა  ქაჯაიას, საკრებულოს  თავჯდომარეს   ედიშერ  ჯობავას, საფეხბურთო  კლუბ „კოლხეთის “ ყველა თანამშრომელს  მადლობა გადაუხადეს.