10 სექტემბერს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების თამაშები დასრულდა, რომელიც ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ ორგანიზებით ტარდებოდა (დირექტორი ზ.ლატარია). პროექტის ფარგლებში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა სხვადასხვა სპორტული თამაშები. პროგრამა მიზნად ისახავდა კონფლიქტების თავიდან აცილების წარმატებით გადაჭრას, აღნიშნულ პროგრამაში 200-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველები და იძულებით გადაადგილებული პირები.

არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,კულტურათა გადაკვეთის საპროექტო ასოციაცია“ (CCPA), რომლის დამფუძნებელი არიან დანიის, ნორვეგიის, შვედეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები და უეფა, 2003 წლიდან საქართველოში ანხორციელებს პროექტს ,,სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“, რომელიც არის საფეხბურთო სკოლების, ძირითადი საქმიანობის დამატება და გამოყენება მოზარდების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ამავდროულად, იგი ხელს უწყობს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას.
თამაშის დასასრულს პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული თანადგომისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ქაჯაიას, საკრებულოს თავჯდომარეს ედიშერ ჯობავას, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის “ ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადეს.