10.10.2015

7-0 „იმედის“ სასარგებლოდ

10  ოქტომბერს    ხეთაში   ჩატარდა  სამეგრელო-ზემო  სვანეთის  პირველობა  2005-2006  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის   ხობის  იმედი  შეხვდა  სამტრედიის   სკოლის გუნდს. შეხვედრა  დამთავრდა  ხობის  საფეხბურთო  სკოლის გუნდის  გამარჯვებით    7 -0   ( მ.წ  ლევან    ხურცილავა)
  

01.10.2015

4 -0 „იმედის“ სასარგებლოდ

1  ოქტომბერს  ხობში  ჩატარდა   იმერეთი - გურია  აჭარის 2015-2016    წლის  ღია  ჩემპიონატი  1998- 1999  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის (რამაზ   შენგელიას) თასსზე ,ხობის   საფეხბურთო  სკოლის  გუნდი ,, იმედი“  შეხვდა  ქუთაისის  ტორპედოს  საფეხბურთო  სკოლის    გუნდს, შეხვედრა  დამთავრდა  ხობელთა  გამარჯვებით  4 -0  (მ.წ  ვლადიმერ  ჯამბურია)




30.09.2015

0:1 ხობელთა გამარჯვებით

29  სექტემბერს   ჩატარდა   რაჭა -ამბროლაურში     იმერეთი - გურია  აჭარის    2015 -2016 წლის  ღია ჩემპიონატი 2000  წლებში  დაბადებულ  ჭაბუკ  ფეხბურთელთა შორის ( ჯუმბერ  ხაჟალიას)  თასსზე ,  ხობის საფეხბურთო  სკოლის  გუნდი  ,,იმედი“ შეხვდა  ამბროლაურის საფეხბურთო  სკოლის გუნდს.   შეხვედრა   დამთავრდა  ხობელთა   გამარჯვებით   0 - 1    (მ.წ პ. ხვიჩია )

25.09.2015

4:1 შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით დასრულდა

    

24  სექტემბერს  ქ. ბათუმში (გონიო)  ჩატარდა   იმერეთი - გურია  აჭარის 2015-2016    წლის  ღია  შემპიონატი  1998- 1999  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის (რამაზ   შენგელიას) თასსზე ,ხობის   საფეხბურთო  სკოლის  გუნდი ,, იმედი“  შეხვდა  ბათუმის  საფეხბურთო  სკოლის  გონიოს  გუნდს, შეხვედრა  დამთავრდა  ხობელთა  გამარჯვებით  4 -1  (მ.წ  ვლადიმერ  ჯამბურია)

10.09.2015

სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების თამაშები დასრულდა

10  სექტემბერს  ქ. ხობის  ცენტრალურ  სტადიონზე    სახალისო  ფეხბურთის  ღია  სკოლების  თამაშები დასრულდა, რომელიც  ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო  სკოლის“  ორგანიზებით  ტარდებოდა  (დირექტორი   ზ.ლატარია).  პროექტის  ფარგლებში  ოთხი  დღის  განმავლობაში  გაგრძელდა  სხვადასხვა  სპორტული  თამაშები.  პროგრამა  მიზნად  ისახავდა კონფლიქტების  თავიდან  აცილების  წარმატებით  გადაჭრას,   აღნიშნულ  პროგრამაში  200-მდე  ბავშვმა  მიიღო  მონაწილეობა,  მათ შორის იყვნენ სოციალურად  დაუცველები და  იძულებით  გადაადგილებული  პირები.
              არასამთავრობო  ჰუმანიტარული  ორგანიზაცია  ,,კულტურათა  გადაკვეთის  საპროექტო  ასოციაცია“  (CCPA),   რომლის  დამფუძნებელი  არიან  დანიის,  ნორვეგიის,  შვედეთის და  ფინეთის  საგარეო  საქმეთა  სამინისტროები  და  უეფა,  2003  წლიდან  საქართველოში  ანხორციელებს  პროექტს  ,,სახალისო  ფეხბურთის  ღია  სკოლები“,  რომელიც  არის  საფეხბურთო  სკოლების,  ძირითადი საქმიანობის  დამატება  და     გამოყენება  მოზარდების  სოციალური    მდგომარეობის  გაუმჯობესებისთვის,  ამავდროულად, იგი   ხელს  უწყობს მასობრივი  ფეხბურთის  განვითარებას. 

     თამაშის დასასრულს  პროექტის       განხორციელების    პროცესში  გაწეული   თანადგომისათვის   ხობის  მუნიციპალიტეტის საფეხბურთო  სკოლის წარმომადგენლებმა    ხობის  მუნიციპალიტეტის  გამგებელს    გოჩა  ქაჯაიას, საკრებულოს  თავჯდომარეს   ედიშერ  ჯობავას, საფეხბურთო  კლუბ „კოლხეთის “ ყველა თანამშრომელს  მადლობა გადაუხადეს.

22.06.2015

საფეხბურთო სკოლის გუნდის „იმედი“ დაჯილდოება

22 ივნის ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდის „იმედი“ დაჯილდოება, რომელმაც სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელთა შორის სხვადასხვა საპრიზო ადგილები მოიპოვა, კერძოდ 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელის რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაში მესამე ადგილი აიღო (მწვრთნელი ფრიდონ გოცირიძე), 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჯუმბერ ხაჟავას სახელობის თასზე მესამე ადგილი (მწვრთნელი ლადო ჯამბურია), ხოლო 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის ღია პირველობაზე მესამე ადგილის მოიპოვა (მწვრთნელი პაატა ხვიჩია).
გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს: იმერეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ და იმერეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელმა გიგა კიკაჩეიშვილმა. იმერეთის რეგიონის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და სამახსოვრო პრიზები გადასცეს. ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ზურაბ ლატარიამ მიღწეული წარმატებისთვის სამივე მწვრთნელს საპატიო პრიზი გადასცა. დაჯილდოვებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის  გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, საფეხბურთო გუნდს მიულოცეს გამარჯვება და წარმატებები უსურვეს მათ მომავალ ასპარეზობაზე.

18.06.2015

ხობის ,, იმედი,, 2:0 ,,ლაზიკა,, ზუგდიდი

     18 ივნისს  ხობში  ჩატარდა  სამეგრელო-ზემო  სვანეთის  პირველობა  2003-2004  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის   ხობის  იმედი  შეხვდა  ლაზიკა  ზუგდიდის  საფეხბურთო  სკოლის გუნდს.  შეხვედრა  დამთავრდა  ხობის  საფეხბურთო  სკოლის  გამარჯვებით 2-0 მ.წ რევაზ  ქაშიბაძე