22.06.2015

საფეხბურთო სკოლის გუნდის „იმედი“ დაჯილდოება

22 ივნის ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდის „იმედი“ დაჯილდოება, რომელმაც სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელთა შორის სხვადასხვა საპრიზო ადგილები მოიპოვა, კერძოდ 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელის რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაში მესამე ადგილი აიღო (მწვრთნელი ფრიდონ გოცირიძე), 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჯუმბერ ხაჟავას სახელობის თასზე მესამე ადგილი (მწვრთნელი ლადო ჯამბურია), ხოლო 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის ღია პირველობაზე მესამე ადგილის მოიპოვა (მწვრთნელი პაატა ხვიჩია).
გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს: იმერეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ და იმერეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელმა გიგა კიკაჩეიშვილმა. იმერეთის რეგიონის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და სამახსოვრო პრიზები გადასცეს. ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ზურაბ ლატარიამ მიღწეული წარმატებისთვის სამივე მწვრთნელს საპატიო პრიზი გადასცა. დაჯილდოვებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის  გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, საფეხბურთო გუნდს მიულოცეს გამარჯვება და წარმატებები უსურვეს მათ მომავალ ასპარეზობაზე.

18.06.2015

ხობის ,, იმედი,, 2:0 ,,ლაზიკა,, ზუგდიდი

     18 ივნისს  ხობში  ჩატარდა  სამეგრელო-ზემო  სვანეთის  პირველობა  2003-2004  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის   ხობის  იმედი  შეხვდა  ლაზიკა  ზუგდიდის  საფეხბურთო  სკოლის გუნდს.  შეხვედრა  დამთავრდა  ხობის  საფეხბურთო  სკოლის  გამარჯვებით 2-0 მ.წ რევაზ  ქაშიბაძე

25.05.2015

21-23 მაისის შედეგები

    21 მაისს ქ. ჭიათურაში  ჩატარდა   იმერეთი - გურია  აჭარისა და  სამეგრელოს  1999-2000  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის,   ხობის  იმედი  შეხვდა  ჭიათურის საფეხბურთო  სკოლის გუნდს. შეხვედრა  დამთავრდა  ხობის საფეხბურთო  სკოლის გუნდის  გამარჯვებით  2 -0  მ.წ  ვლადიმერ  ჯამბურია
    23   მაისს    ხობში  ჩატარდა  სამეგრელო-ზემო  სვანეთის  პირველობა  2001-2002  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის   ხობის  იმედი  შეხვდა  სკური - წალენჯიხის  სკოლის გუნდს. შეხვედრა  დამთავრდა  ხობის  საფეხბურთო  სკოლის გუნდის  გამარჯვებით    4 -1  მ.წ   ლევან  ნოდია

3  23  მაისს  ხობში  ჩატარდა  სამეგრელო-ზემო  სვანეთის  პირველობა  2003-2004  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის   ხობის  იმედი  შეხვდა  სამტრედიის  საფეხბურთო  სკოლის გუნდს.  შეხვედრა  დამთავრდა  ხობელთა  გამარჯვებით   1-0  მ.წ რევაზ  ქაშიბაძე 

20.05.2015

შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 2-0 დამთავრდა


 20  მაისს  ხობში  ჩატარდა  იმერეთი - გურია  აჭარისა და სამეგრელო2014- 2015  წლის  ღია  ჩემპიონატი  1997-98  წლებში დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა შორის  (რამაზ  შენგელიას) თასსზე.

      ხობის  ,,იმედი ‘’  შეხვა   მართვე  ქუთაისის    საფეხბურთო  სკოლის  გუნდს. შეხვედრა     დამთავრდა   ხობელთა  გამარჯვებით  2-0   მწვრთ. ფ.გოცირიძე

18.05.2015

ხობის იმედი 5: 0 წყალტუბოს საფეხბურთო სკოლა

17 მაისს  ხობში  ჩატარდა   იმერეთი - გურია  აჭარისა და  სამეგრელოს  1999-2000  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის,   ხობის  იმედი  შეხვდა  წყალტუბოს   საფეხბურთო  სკოლის გუნდს. შეხვედრა  დამთავრდა  ხობის საფეხბურთო  სკოლის გუნდის  გამარჯვებით  5 -0  მ.წ  ვლადიმერ  ჯამბურია

14.05.2015

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ხობის "იმედი" გახდა (video)

მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის ფინალი და პენალტების სერიით მოპოვებული გამარჯვება -- ჩემპიონატის პირველადგილოსანი ხობის გუნდი გახდა. იგი საბოლოო შეხვედრაში ზესტაფონის გუნდს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. შესაბამისად 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმები დაინიშნა,სადაც გამარჯვება ხობის გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიპოვა. მეორე ადგილს დასჯერდა ზესტაფონი, ხოლო მესამე ადგილი ბორჯომის გუნდს ერგო.

13.05.2015

3 - 0 ხობის საფეხბურთო სკოლის გუნდის გამარჯვებით

13  მაისს  ხობში  ჩატარდა   იმერეთი - გურია  აჭარისა და  სამეგრელოს  1999-2000  წლებში   დაბადებულ  ჭაბუკ   ფეხბურთელთა   შორის   ხობის  იმედი  შეხვდა    ზესტაფონის   საფეხბურთო  სკოლის გუნდს. შეხვედრა  დამთავრდა  ხობის საფეხბურთო  სკოლის გუნდის  გამარჯვებით  3 -0  მ.წ.  ვლადიმერ  ჯამბურია