30.09.2015
0:1 ხობელთა გამარჯვებით
25.09.2015
4:1 შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით დასრულდა
24 სექტემბერს ქ. ბათუმში (გონიო) ჩატარდა იმერეთი - გურია აჭარის 2015-2016 წლის ღია შემპიონატი 1998- 1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის (რამაზ შენგელიას) თასსზე ,ხობის საფეხბურთო სკოლის გუნდი ,, იმედი“ შეხვდა ბათუმის საფეხბურთო სკოლის გონიოს გუნდს, შეხვედრა დამთავრდა ხობელთა გამარჯვებით 4 -1 (მ.წ ვლადიმერ ჯამბურია)
10.09.2015
სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების თამაშები დასრულდა
10 სექტემბერს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების თამაშები დასრულდა, რომელიც ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ ორგანიზებით ტარდებოდა (დირექტორი ზ.ლატარია). პროექტის ფარგლებში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა სხვადასხვა სპორტული თამაშები. პროგრამა მიზნად ისახავდა კონფლიქტების თავიდან აცილების წარმატებით გადაჭრას, აღნიშნულ პროგრამაში 200-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველები და იძულებით გადაადგილებული პირები.
22.06.2015
საფეხბურთო სკოლის გუნდის „იმედი“ დაჯილდოება
22 ივნის ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდის „იმედი“ დაჯილდოება, რომელმაც სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელთა შორის სხვადასხვა საპრიზო ადგილები მოიპოვა, კერძოდ 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელის რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაში მესამე ადგილი აიღო (მწვრთნელი ფრიდონ გოცირიძე), 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჯუმბერ ხაჟავას სახელობის თასზე მესამე ადგილი (მწვრთნელი ლადო ჯამბურია), ხოლო 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის ღია პირველობაზე მესამე ადგილის მოიპოვა (მწვრთნელი პაატა ხვიჩია).
გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს: იმერეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ და იმერეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელმა გიგა კიკაჩეიშვილმა. იმერეთის რეგიონის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და სამახსოვრო პრიზები გადასცეს. ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ზურაბ ლატარიამ მიღწეული წარმატებისთვის სამივე მწვრთნელს საპატიო პრიზი გადასცა. დაჯილდოვებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, საფეხბურთო გუნდს მიულოცეს გამარჯვება და წარმატებები უსურვეს მათ მომავალ ასპარეზობაზე.

18.06.2015
25.05.2015
21-23 მაისის შედეგები
21 მაისს ქ. ჭიათურაში ჩატარდა იმერეთი - გურია აჭარისა და
სამეგრელოს 1999-2000 წლებში
დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა
შორის, ხობის
იმედი შეხვდა ჭიათურის საფეხბურთო სკოლის გუნდს. შეხვედრა დამთავრდა
ხობის საფეხბურთო სკოლის გუნდის გამარჯვებით
2 -0 მ.წ ვლადიმერ
ჯამბურია
23 მაისს ხობში
ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის
პირველობა 2001-2002 წლებში
დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა
შორის ხობის იმედი შეხვდა სკური - წალენჯიხის სკოლის გუნდს. შეხვედრა დამთავრდა
ხობის საფეხბურთო სკოლის გუნდის
გამარჯვებით 4 -1 მ.წ ლევან ნოდია
3 23 მაისს ხობში ჩატარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობა
2003-2004 წლებში დაბადებულ
ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის
ხობის იმედი შეხვდა
სამტრედიის საფეხბურთო სკოლის გუნდს.
შეხვედრა დამთავრდა ხობელთა
გამარჯვებით 1-0 მ.წ რევაზ
ქაშიბაძე
20.05.2015
Подписаться на:
Сообщения (Atom)